მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სინგაპური - მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო-საპორტო მეგაპოლისი

5d2886153a9e9
მიხეილ ხაჩიძე
12.07.19 21:17
3908


სინგაპური მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო-საპორტო მეგაპოლისად უკვე მეექვსედ დასახელდა. რეიტინგი სააგენტო Xinhua -მა და Baltic Exchange -მა საერთაშორისო გადაზიდვის განვითარების ინდექსის მიხედვით, შეადგინეს.

"სინგაპური დამაჯერებლად აჩვენებს გადაზიდვის მართვის შესაძლებლობებს, ასევე ინარჩუნებს საბროკერო მომსახურების მაღალ დონეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.


როგორც Baltic Exchange-ის აზიური ფილიალის ხელმძღვანელმა განაცხადა,  "საერთაშორისო არენაზე სინგაპურის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია".

"ეს ტერიტორია რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისთვის  ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, ამიტომ მთავრობამ უნდა გააგრძელოს  ინვესტიციები საზღვაო ინდუსტრიის განვითარებაში" - განაცხადა Baltic Exchange -ის აზიური განყოფილების დირექტორმა.


საპატიო პირველი ადგილისთვის 42 საპორტო მეგაპოლისი იბრძოდა, მეორე პოზიციაზე კი ჰონგ-კონგი გავიდა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები