სინგაპური ინტერნეტ ბანკინგით გადახდებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დანერგავს. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის ცენრალური ბანკი საპილოტე პროექტს იწყებს, რომლის შედეგადაც კრიპტოვალუტის გამოყენება საფონდო ბირჟაზე და 8 ადგილობრივ და უცხოურ ბანკში იქნება შესაძლებელი.
Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ბანკებს საშუალება ექნებათ ტრანზაქციები ელექტრონულად აღრიცხონ, დაამუშავონ და დაცულ სისტემაში შეინახონ.
სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის შემთხვევაში, სინგაპური სხვა უცხოური ვალუტების ტრანზაქციებსაც აღნიშნული ტექნოლოგიით დაიწყებს.

























