მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოვაკის“ შეფასება რამდენიმე კომპონენტში „სინოფარმისას“ აღემატება - ივანე ჩხაიძე

609a7622a8066
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 16:28
5096
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯანმოს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, „სინოვაკის“ ვაქცინის შეფასება „სინოფარმის“ შეფასებას რამდენიმე კომპონენტში აღემატება. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის „სინოვაკს“ 32 ქვეყანა იყენებს, 200 მლნ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული, ხოლო დამზადების ტექნოლოგია „სინოფარმის“ იდენტურია.

„ჩემი პირადი დამოკიდებულება „სინოვაკის“ ვაქცინის მიმართ გამომდინარეობს იმ შეფასებიდან, რაც ამ ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სტრუქტურის - სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ მიიღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც ჯანმოს აწვდის ინფორმაციას, სანამ ის გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დეტალური ანალიზი გვაქვს როგორც „სინოვაკის“, ასევე „სინოფარმის“ შესახებ და ის შეფასება, რაც „სინოვაკმა“ მიიღო რამდენიმე კომპონენტში, აღემატება იმ შეფასებას, რაც „სინოფარმის“ ვაქცინამ მიიღო.

ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი საფუძველია იმის, რომ „სინოვაკი“ განვიხილოთ, როგორც საიმედო და მინიმალურად გამოხატული გვერდითი ეფექტების მატარებელი ვაქცინა და მივცეთ რეკომენდაცია მას საქართველოში გამოყენებისთვის“, - განმარტა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები