მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მარათონებზე მონაწილეობის მისაღებად ათასობით ადამიანი წლები ელოდება, სპონსორები კი მილიონებს იხდიან იმისთვის, რომ მათი ლოგოები გამარჯვებულების მაისურებზე გამოჩნდეს. სპორტული ბრენდები ახალ ტექნოლოგიებს ქმნიან, ტურიზმი იზრდება, ქალაქები კი ერთ უიქენდში ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. როგორ გადაიქცა 42 კილომეტრი სპორტული გამოწვევიდან გლობალურ ბიზნესად? რატომ გახდა სირბილი თანამედროვე ცხოვრების სტილის ნაწილი? და როგორ მუშაობს “სირბილის ეკონომიკა”, რომელმაც სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ინდუსტრიად აქცია?


































