პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს“.
ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა თითქმის მაქსიმუმს აკეთებს.
„ჩვენ რეალობიდან ვაკეთებთ თითქმის მაქსიმუმს. ევროპის ეკონომიკა გაცილებით მაღლაა, 10-ჯერ უკეთესია და ამ დისბალანსს, ამ სიღარიბეს მოკლე დროში ვერ დავძლევთ. ამას პოლიტიკურად სტაბილური გარემო სჭირდება, თუ გვინდა, რომ ინვესტიცია მოვიზიდოთ, რაც მეშვიდე წელია საქართველოს უახლეს ისტორიაში უპეცედენტოა. ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ხელები ექავებათ და უნდათ, ის ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, არა მარტო „ნაცებმა“. არ გამოვა ასე. სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ და ამაში სიცხვილი არაა, სირცხვილია ზოგადად, რომ ქართველი ერი ამ დღეშია, მაგრამ ეს არაა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრალეულობა. ის, რომ ჩვენ დღეს ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ის რომ ევროპა რამდენჯერმე გვისწრებს, ის რომ მიგრაცია ობიექტურია, ესეც გასაგებია. ევროპას აკლია დღეს სამუშაო ადგილები - ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

























