მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირიის ახალი პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვევა

აჰმედ ალ-შარაა

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის წინამძღოლობის როლი დროებითმა მთავრობამ მოირგო, რომლის ახალმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტი დაგეგმა.

როგორც ცნობილია, სირიის ახალი ლიდერი პირველად საუდის არაბეთში ჩავა, სადაც ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

საუდის არაბეთში ვიზიტი შემთხვევითი არ არის, რადგან ამ სახელმწიფოს რეგიონში ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და თან ის ირანის მთავარი მეტოქეა, შესაბამისად, ალ-შარაას ვიზიტი იმას ადასტურებს, რომ სირიის ახალი მთავრობა რუსეთისა და ირანის საწინააღმდეგო გეოპოლიტიკურ კურსს ირჩევს.

ცნობისთვის, აჰმედ ალ-შარაა სამხედრო პირი და აჯანყებულთა დაჯგუფების ლიდერია, რომელმაც ალ-ასადის რეჟიმის დამხობა შეძლო. წლების განმავლობაში, მის დაჯგუფებასა და ტერორისტულ ალ-კაიდას შორის გარკვეული კავშირები იყო, ამიტომ ალ-შარაა საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს და მის რეალურ განზრახვებს ექსპერტები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები