მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისხლიანი დარბევის შემდეგ, ნეპალის პრემიერი გადადგა, სოციალურ მედიაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდა

სოციალური მედია

ნეპალის მთავრობამ ქვეყანაში 26 სოციალური მედიაპლატფორმის, მათ შორის, Facebook-ის, WhatsApp-ის, ასევე Youtube-ის აკრძალვის განკარგულება გააუქმა. ხელისუფლებამ უკან მას შემდეგ დაიხია, რაც ათასობით ახალგაზრდის ქუჩაში გამოსვლა და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა.

აქციების მიზეზი, 4 სექტემბერს ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად ონლაინ პლატფორმების გაუქმება გახდა.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 19 და დაშავდა 300 მომიტინგე. ნეპალის მთავრობამ დედაქალაქ კატმანდუში კომენდანტის საათი გამოაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი თანამდებობიდან გადააყენა. რამდენიმე საათის წინ პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმაც.

სისხლიან შეტაკებებსა და მსხვერპლს წინ რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა უძღოდა. ივლისის თვეში, ნეპალის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ქვეყანაში მოქმედ ყველა სოციალური მედიის პლატფორმას ადგილობრივი ოფისების გახსნა და მათი სახელმწიფო წარმომადგენლისთვის დაქვემდებარება მოსთხოვა.

ამ ფორმით, მთავრობა პლატფორმების გაკონტროლებას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობდა, თუმცა საერთაშორისო კომპანიებმა სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს. საპასუხოდ, 4 სექტემბერს ყველა პლატფორმა გაითიშა. სწორედ ამას მოჰყვა რამდენიმედღიანი მასობრივი გამოსვლები, რომელიც 8 სექტემბერს პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევითა და სპეცრაზმის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები