მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისხლის ბანკებს აიპ-ად რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის სექტემბრამდე გადაუვადდებათ

სისხლის ბანკი

სისხლის ბანკებს რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის სექტემბრამდე გადაუვადდებათ - ამას ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება.

დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. უფრო კონკრეტულად, საკითხი ეხება მოქმედი კანონით განსაზღვრული თარიღის გადავადებას.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, კანონპროექტი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის - 2024 წლის 1 დეკემბერი - შეცვლას ითვალისწინებს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებები (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), ვალდებული იქნებიან, ნაცვლად 2024 წლის 1 დეკემბრისა, 2025 წლის 1 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ ამავე კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნული მიდგომის პარალელურად, ცვლილებები ასევე შეეხება თანამდევი ღონისძიებების პროპორციულ გადავადებას.

მომხსენებლის განცხადებით, თარიღის გადავადება აუცილებელია იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორი უკეთ მოემზადოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, რიმა ბერაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები