მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სისხლის ექსპორტი 132.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

სისხლი

2025 წლის 10 თვეში საქართველომ ექსპორტზე 13 მლნ აშშ დოლარის 68.4 ტონა სისხლი [ადამიანის სისხლი; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, ვაქცინები] გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 132.5%-ით მეტია.

მთავარი საექსპორტო ბაზარი, სადაც 12.2 მლნ აშშ დოლარის 66.2 ტონა გაიყიდა, უზბეკეთია. რაც შეეხება სხვა საექსპორტო ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • ყაზახეთი - 564.4 ათასი აშშ დოლარის 1.7 ტონა;
  • ირანი - 222.2 ათასი აშშ დოლარის 0.4 ტონა;
  • ტაჯიკეთი - 22.5 ათასი აშშ დოლარის 0.1 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ 5.9 მლნ აშშ დოლარის სისხლი და ვაქცინები იყიდა [ცალკე სისხლს საქსტატი არ ითვლის], რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5% ზრდაა, რაოდენობაში კი 43.4%, 26.1 ტონამდე.

bm.ge გთავაზობთ TOP-5 იმპორტიორის ჩამონათვალს

  1. უკრაინა - 2.1 მლნ აშშ დოლარი;
  2. თურქეთი - 722.4 ათასი აშშ დოლარი;
  3. ლიეტუვა - 531.2 ათასი აშშ დოლარი;
  4. ბულგარეთი - 412.4 ათასი აშშ დოლარი;
  5. საფრანგეთი - 395.5 ათასი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები