მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისტემა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აშენებს, ახშობს თავისუფლებას - დიპლომატი

დავით სიხარულიძე

ატლანტიკური საბჭოს წევრის, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით სიხარულიძის შეფასებით, მმართველობის ის სისტემა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აშენებს, საქართველოში თავისუფლებას ახშობს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის სწორედ თავისუფლება და თავისუფალი ადამიანები სჭირდება.

"საგარეო პოლიტიკური კურსი მჭიდროდ არის დაკავშირებული და გამომდინარეობს საშინაო პოლიტიკური კურსიდან. განვითარებისთვის, პირველ რიგში, გვჭირდება თავისუფლება. თავისუფლება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას აძლევს.

ავტორიტარიზმი - ის სისტემა, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აშენებს, ახშობს თავისუფლებას. საქართველოს მთავარი სიმდიდრე კი, ადამიანები არიან. ჩვენ არც ოქრო გვაქვს, არც - ნავთობი და არც სხვა ბუნებრივი რესურსი. ჩვენი გამდიდრების და კეთილდღეობის ერთადერთი გზა არის ადამიანების პოტენციალის სრული რეალიზაცია, რომელიც თავისუფალ სამყაროში, თავისუფალ სისტემაში ხდება და სწორედ ეს განაპირობებს ევროპულ არჩევანს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.


- რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში?

- ავტორიტარიზმს და კორუფციას, განსაკუთრებით კი, კლეპტოკრატიულ ავტორიტარიზმს, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ყველაზე სახიფათო და დამღუპველია ქვეყნისთვის. მმართველობის ეს რეჟიმი, თავისუფლების მოყვარე ადამიანებს გააქცევს ამ ქვეყნიდან, ხოლო აქ დარჩენილ მოქალაქეებს კი დააჩაჩანაკებს. შედეგად, საქართველოს გახდება კლეპტოკრატიული კლანის მიერ მართული ქვეყანა, სადაც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების მინიმალური შესაძლებლობა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები