BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტის” 16 მარტის გადაცემა ჯანმრთელობის დაზღვევას დაეთმო. BMGTV-ის ეთერში დევი ხეჩინაშვილმა, სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის ხარისხის ეფექტიანობაზე და მის კონტროლზე.
მისი თქმით, კერძოს და სახელმწიფოს ერთნაირად უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რაც საბოლოოდ გამოაჩენს რომელი მხარე უკეთესად მოქმედებს.
“დღევანდელ ვითარებაში, რეგულატორული ბარიერი, რომელიც არსებობს კერძო და სახელმწიფოს შორის, უნდა ჩაიხსნას და მიეცეს საშუალება ურთიერთქმედების. სისტემებს თუ სწორად დაალაგებ, სამართლიანად დაალაგებ, ინფორმაციას ააწყობ ორივე ნაწილში რომ იყოს ერთნაირი წვდომა, მერე კარგად დაინახავ, ვინ უკეთესად მოქმედებს. ჩვენ ძალიან წინ წაწეული სამედიცინო დაზღვევის ინდუსტრია ვართ და მთავრობასაც კარგად აქვს დიგიტალიზებული სერვისები, მაგრამ ის სერვისები რომელიც აინტერესებს, რომელიც არ აინტერესებს ის არ არის განვითარებული. ამიტომ ეს უნდა ჩაიხსნას, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ფიქრი რომელი უკეთესია და რომელი უკეთესად გააუმჯობესებს ინდუსტრიას“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.