მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სისტემის გაუმჯობესების გარეშე მზის პროექტების დიდი ნაწილი ქაღალდზე დარჩება - თორნიკე დარჯანია

საქმის კურსი

ენერგეტიკაში CFD მექანიზმის შემოღებამ ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით ქარის და მზის სადგურების მიმართ გაზარდა, თუმცა ქსელს მათი მიღება ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს.

მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, სამინისტროში მხოლოდ მზის 6 000 მეგავატამდე სიმძლავრის 400-ზე მეტ პროექტზეა განაცხადი შეტანილი, მაშინ როცა სისტემას მხოლოდ 1 000 მეგავატის ინტეგრირება შეუძლია, შესაბამისად თორნიკე დარჯანია სვამს კითხვას, ამ პირობებში როგორ წარმოუდგენია ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული პროექტების განხორციელება.

ქსელის გაუმჯობესების და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ეს პროექტები ქაღალდზე დარჩება” - ამბობს დარჯანია და დასძენს იმასაც, რომ უცნობია კრიტერიუმებიც და ამაზე არც ახალ მინისტრს უსაუბრია ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრაზე, როგორ აპირებენ წარდგენილი განაცხადებიდან იმ პროექტების არჩევას, რომელიც რეალურად ელოდება მშენებლობის ეტაპზე გადასვლას, ან იმ პროექტების, რომლის გადაყიდვაა გეგმაში.

„მინისტრთან შეხვედრაზე კონკრეტულად არ ითქვა, რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ პროექტებს, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარდგენილი სამინისტროში. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი 400-ზე მეტი განაცხადია, რომელიც შეიძლება აჭარბებდეს 6 000 მეგავატ სიმძლავრეს. ჩვენ ვიცით, რომ სისტემას შეუძლია დაახლოებით 1000 მეგავატის ინტეგრირება, ხოლო დანარჩენი 5 000-სზე რომც გაიცეს დღეს მემორანდუმები ეს ფიზიკურად ვერ აშენდება, რადგან სისტემას არ შეუძლია ინტეგრაცია თუ არ გაუმჯობესდა ქსელი, არ აშენდა მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები ან სხვა ტიპის სადგურები და ა.შ ამის გარეშე ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩება.

ან ასეთ პროექტებს მოსთხოვენ, რომ მათ დამაგროვებლები ანუ სააკუმულატორო სისტემები დაამონტაჟონ, რომ უზრუნველყონ თავისი არასტაბილურობის დასტაბილურება. ერთი სიტყვით მათ მოცემულობა შეეცვლებათ.

ახლა თეორიულად შესაძლებელია სამინისტროში წარდგენილია ორი პროექტი, ჩვენც გვაქვს ასეთი პროექტები, რომელთა უკან მართლა ინვესტორები დგანან, სესხი დამტკიცებულია უკვე და უნდათ გადავიდნენ მშენებლობის ეტაპზე და ვიღაც, რომელსაც პირობითად შეიძლება ამ პროექტის უბრალოდ გაყიდვა უნდოდეს, ფურცლის გაყიდვა. ამ ორის ერთმანეთისგან გამიჯვნას როგორ გააკეთებს სამინისტრო ამის კრიტერიუმები არ არსებობს. ჰესების შემთხვევაში 3-4 წელი თუ პროექტი არ ხორციელდება და ვადები გადავადდა რამდენჯერმე გასაგებია კრიტერიუმი, რომ ვადები დარღვეულია , მაგრამ რას უპირებ 400 განაცხადს, რომელიც ელოდება პასუხს?!

ბევრი ინვესტორი პირდაპირ თანხას კარგავს, რადგან სესხი აქვს დამტკიცებული, გარანტია აქვს წარდგენილი, რომ კვლევის მემორანდუმი მიიღოს. ბოლო ტენდენციით, გაიაფებულია მზის პანელები, თუმცა მოგვდის ინფორმაცია, რომ შეიძლება 10-15%-ით შეიძლება გაძვირდეს, ანუ თუ ინვესტორი პროექტს დღეს კი არა ხვალ განახორციელებს, შეიძლება პროექტი გაუძვირდეს. ეს არის მაგალითი, თუ რა ზიანი ადგება სეგმენტს“,-განაცხა „საქმის კურსში“ სტუმრობისას თორნიკე დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები