“ხელშეუხებლობის ეპოქა დასრულებულია, ყველამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი”, - განაცხადა ლიტვის პრემიერმინისტრმა საულიუს სკვერნელისმა.
ლიტვის პროკურატურამ “სისტემურ კორუფციაში” მონაწილეობისთვის 26 პირი დააკავა, მათ შორის 8 ქვეყნის სასამართლო სისტემის უმაღლესი წარმომადგენლები - უზენაესი, სააპელაციო და პირველი რგოლის მოსამართლეები.
Reuters-ის ინფორმაციით, საქმის პროკურორმა ედვინას პასილისმა მათი დაკავების შესახებ გამცხადებაში აღნიშნა, -”ეს იყო სისტემური დანაშაული, ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადამიანები სამართლით ვაჭრობდნენ.
ლიტვის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის ზუდარნუს ბარკტუსის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს, რომ მოსამართლეები საქმის გადასაწყვეტად ქრთამს იღებდნენ, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 1,000-100,000 ევროს შეადგენდა.
ევრობარომეტრის სოციოლოგიურმა კვლევამ 2017 წელს აჩვენა, რომ ლიტვის მოსახლეობის 93% ფიქრობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული. ასეთივე გავრცელებულია მოსახლეობის აღქმით კორუფცია საბერძნეთში, ესპანეთში, კვიპროსსა და ხორვატიაში.

























