მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სისწრაფეში იყო შეცდომებიც... ხშირად იყო ზედმეტი „მოჭერა“ - კეზერაშვილი

6429e58e1b89f
ინგა მურუსიძე
03.04.23 00:27
1650
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, როცა ისინი მთავრობაში მოვიდნენ, იყო შეცდომები და მათ შორის ზედმეტი წნეხიც, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ. საკითხზე მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„როცა ხელისუფლებაში მოვედით, ქვეყანაში არაფერი არ იყო, არც შუქი, არც გაზი, იყო დაბალი ბიუჯეტი და ჩვენ მოგვიწია ყველაფერი გაგვეკეთებინა სწრაფად. იყო ტოტალური კორუფცია, ტოტალური კონტრაბანდა და ამასთან იყო საჭირო ბრძოლა. შედეგი უნდა დამდგარიყო მალე, ჩვენ არ გვქონდა დრო. ამ სისწრაფეში იყო შეცდომები, მე ამას ვერ დავმალავ და არც დავმალავ. ბუნებრივია, ხშირად იყო ზედმეტი „მოჭერა“, თუმცა შეიძლებოდა თუ არა ამის სხვანაირად გაკეთება, ვეჭვობ, რადგან სხვანაირად ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რაც მივიღეთ. როცა მე ფინანსური პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადავედი, საქართველოს ბიუჯეტი უკვე იყო არსებულზე 6-ჯერ მეტი“, - განაცხადა კეზერაშვილმა.

მისივე თქმით, ამ შეცდომებზე 2012 წელს მაშინდელ ხელისუფლებას ხალხმა არჩევნებზე გასცა პასუხი.

ფოტო: formula