თბილისის განახლებული გენ.გეგმის პროექტის ავტორი ორგანიზაცია "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერიამ არ იცის რა არის გენ.გეგმა.
"ეს არის მერიის მხრიდან მოწყობილი ცალ კარში თამაში, რომლითაც ცდილობს გაამართლოს გენ.გეგმის არ მიღების გადაწყვეტილება. რამდენიმე დღეში ჩვენ მოვაწყობთ პრეზენტაციას, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მოვიწვევთ. სამწუხაროდ, მერიის არც სპეციალისტებმა და არც ხელმძღვანელობამ არ იცის რა არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგემა", - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

























