მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლი" დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში მომხმარებელს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს

BOG
სტატიაში საუბარია:

“სითი მოლი” 12 წლისაა და დაბადების დღის აღსანიშნავად თავის მომხმარებლებს გამორჩეულ შეთავაზებებს ჰპირდება. 5-ჯერ მეტი PLUS ქულა, 50%-მდე ფასდაკლებები, სითი ქარდზე დარიცხული 500 სითი ქულა - ამ ყველაფერს “სითი მოლის” მომხმარებელი 25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით საბურთალოსა და გლდანის სავაჭრო ცენტრში მიიღებს.

“სითი მოლი მუდმივად განვითარების პროცესშია, ჩვენი მიზანი მომხმარებლის სურვილების გათვალისწინება, უნიკალური, გამორჩეული გარემოს შექმნა და საცალო ვაჭრობის სექტორში შოპინგის საუკეთესო გამოცდილების ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ, წელს “სითი მოლი” თავის მომხმარებლებს განსხვავებულ და გამორჩეულ კამპანიებს სთავაზობს, რომლებიც ყველა მომხმარებლის კმაყოფილებაზეა გათვლილი”, - ამბობს ანა ზედგინიძე, “სითი მოლის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

25 ოქტომბერს “სითი მოლის” საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში მისული მომხმარებელი საქართველოს ბანკისა და “სითი მოლის” ერთობლივი შეთავაზებით ისარგებლებს

მხოლოდ 25 ოქტომებრს, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, “სითი მოლი საბურთალოსა” და “სითი მოლი გლდანში”, PLUS ბარათით, მინიმუმ 50-ლარიანი ტრანზაქციის შემთხვევაში, 5-ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ.

ქულები გროვდება “სითი მოლის” 300-ზე მეტი ბრენდის თითოეული კატეგორიის ობიექტებში, როგორებიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, თავის მოვლა და სხვ.

25-29 ოქტომბერს “სითი მოლში” წარმოდგენილი ასობით ბრენდი მომხმარებელს ექსკლუზიურ აქციებსა შესთავაზებს

25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, “სითი მოლი საბურთალოსა” და “სითი მოლი გლდანში” განთავსებული ასობით ბრენდი მომხმარებლებს -50%-მდე ფასდაკლებასა და სხვა განსაკუთრებულ შეთავაზებებს ჰპირდება.

დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში, ლოიალური მომხმარებლები “სითი ქარდის” აღებისას განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებენ

25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, “სითი მოლის” საინფორმაციო დახლთან “სითი ქარდის” აღების შემთხვევაში, 500 სითი ქულით დასაჩუქრდებით.

სითი ქულების გადაცვლა განსაკუთრებულ შეთავაზებებში მობაილ აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი:

𝐀𝐩𝐩 𝐒𝐭𝐨𝐫𝐞: https://rb.gy/zdt5j

𝐆𝐨𝐨𝐠𝐥𝐞 𝐩𝐥𝐚𝐲: https://rb.gy/brurg

“სითი მოლის” სავაჭრო ცენტრებში 300-ზე მეტი დასახელების, მათ შორის ექსკლუზიურად მხოლოდ “სითი მოლში” წარმოდგენილ ბრენდს შეხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები