მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სითი პარკს" მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს

5ab331d469395
BM.GE
22.03.18 09:00
772
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით კომპანია „სითი პარკს“ 1 493 534 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალიანება აქვს.

"20.03.2018 წლის მდგომარეობით, გაცნობებთ, რომ შპს სითი პარკს აღიარებული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო აუღიარებელი დავალიანების გათვალისწინებით ერიცხება დავალიანება 1 493 534.38 ლარის ოდენობით.“ - ნათქვამია შემოსავლების სამსახურიდან bm.ge-ს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში.

კანონმდებლობის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არ აღიარებულად ითვლება, თუ გადახდის/გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა გასული არ არის.
როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, კომპანია „სითიპარკის“ მთელ ქონებას 2014 წელს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაედო, რასაც შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში იყენებს სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები