სიტროენის და ოპელის ავტომობილები უკვე ახალ, ოფიციალურ შოურუმშია წარმოდგენილი. შოურუმი, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე 118 ნომერში გაიხსნა, მულტიბრენდული კონცეპციისაა, რაც გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ბრენდის , სიტროენის და ოპელის ერთ სივრცეში განთავსების შესაძლებლობას, მათი მთავარი ფასეულობების და იდენტურობის შენარჩუნების მაქსიმალური დაცვით. შოურუმში მოსულ მომხმარებლებს შესაძლებელობა ექნებათ გაეცნონ სტელანტისის ორივე ბრენდის სიტროენის და ოპელის ბოლო თაობის , ახალ ავტომობილებს და ისარგებლონ ტესტ-დრაივით.
ახალი შოურუმის მომხიბვლელობას სამოდელო რიგის მრავალფეროვნებაც განაპირობებს. ავტომობილების უმეტესობა მაღალი და საშუალო კომპლექტაციით ხასიათდება და კროსოვერის, ჰეჩბეკის და კროსჰეჩბეკის კატეგორიას მიეკუთვნება. შოურუმში ძირითადად წარმოდეგნილია მოდელები ბენზინის, დიზელის და ელექტრო ძრავებით.
კომპანია მეკრე 2024 წლიდან კომერციული ტექნიკის მიმართულებითაც გეგმავს გააქტიურებას, რაც კორპორაციული სეგმენტისთვის მნიშვნელოვნად გააფართოებს არჩევანის დიაპაზონს. კომპანია მომხმარებლებისთვის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს და დეკემბერის თვეში შეძენილი ავტომობილების მფლობელებს საჩუქრად ექსკლუზიური მომსახურების პირობებს სთავაზობს.