მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიტროენი, პრემია  „ელისოს“ მთავარი  პარტნიორია

ss
18.06.25 21:05
116

14 ივნისი, სიმბოლური დღეა ქართული კინემატოგრაფისთვის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და ამავდროულად, გარდაცვალების დღე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტი, პრემია „ელისო“ მიეძღვნა.

კინოდაჯილდოვება მსახიობის მშობლიურ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლს-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართული კინოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.

წელს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ფრანგული საავტომობილო ბრენდი სიტროენიც გახდა.

ფოტო: ლაშა გიგაური

"ჩვენთვის, ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა მსგავსი კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის, მათ შორის ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოხარული ვართ, რომ წელს სიტროენი გახდა პრემია „ელისოს“ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მომდევნო წელი კინოპრემიისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იქნება,“- თამარ კიკნაძე, სიტროენის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

პრემია „ელისო“ 2024 წელს შეიქმნა. კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმს და ვაზისუბნის მამული. წელს „ელისო“-ს ჟიური საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ქართული კინოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი, გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა.

პრემია „ელისო“ 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა - წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)

საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი), მზია არაბული (გზაჯვარედინზე)

საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი)

ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო
ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი
გახდა მწერალი - ნინო ხარატიშვილი.

ფოტო: ლაშა გიგაური

წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები