მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სიტროენი" საქართველოში "ფიატის" ოფიციალური იმპორტიორის ტენდერიდან დისკვალიფიკაციას ითხოვს

581222ef63259
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.16 10:13
3913
"სიტროენი" მიერ მედიაში გავრცელებული სკანდალური განცხადების შემდეგ დავა ოფიციალურ უწყებებში ინაცვლებს. ავტოიმპორტიორის საჩივარზე შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ განხილვები დაიწყო.

"სიტროენი" საქართველოში "ფიატის" ოფიციალური იმპორტიორის "სტრადა მოტორსის" ერთ-ერთი ტენდერიდან დისკვალიფიკაციას ითხოვს. მიზეზი კი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დარღვევაა. "სიტროენის" საჩივრის მიხედვით, "ფიატის" ოფიციალური იმპორტიორის სატენდერო დოკუმენტაცია მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"სიტროენის" მთავარი დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ეს არ არის ერთადერთი საჩივარი, რომელიც კომპანიას აქვს, თუმცა, დეტალებზე ავტომობილების იმპორტიორი არ საუბრობს.

"დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი დღევანელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ რეალურად, ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, გაჯანსაღდეს ბაზარი. რეალურად ამით მეტ სარგებელს ნახავს როგორს ბიუჯეტი, ასევე კერძო კომპანიები. ჩვენ გვინდა, რომ არ მოხდეს 2 კომპანიის ხელში მთელი ბიუჯეტის სახსრების გადანაწილება, რადგან აქ ზარალობს საბიუჯეტო სახსრებიც და კერძო კომპანიებიც",- აცხადებს გიორგი შარაშიძე.

შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ოფიციალურ საჩივარს "სიტროენი" კონკურენციის სააგენტოშიც შეიტანს. განცხადება დღეს ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს.

"სანამ არ გავაჯანსაღებთ ბაზარს და სანამ არ იქნება კონკურენტუნარიანი გარემო, არ შევწყვეტთ ბრძოლას",- აცხადებს გიორგი შარაშიძე.

დავების საბჭოში განხილვის დასრულების შემდეგ "ფიატის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა "ბიზნესკონტრაქტთან" კომენტარი არ გააკეთეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები