მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სივანტო პრაიმი – მწუწნი მავნებლების კონტროლის ახალი სტანდარტი

BAYER
11.11.24 13:06
57

სივანტო პრაიმი BAYER-ის სისტემური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც მავნებლების კონტროლის ახალ სტანდარტს აწესებს. პრეპარატი შექმნილია უნიკალური ფორმულაციის გამოყენებით და დაფუძნებულია სპეციალურად შემუშავებული ემულგატორის სისტემაზე, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებაში პირველად BAYER-მა გამოიყენა.

სივანტო წარმატებით უმკლავდება ფრთათეთრებს, ბუგრებს, ფქვილისებრ ცრუფარიანებს, მენაღმეებს და ციტრუსოვანთა ფსილას. ასევე, ის გამოიყენება ცხვირგრძელას, თრიფსების და ხოჭოების წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება მარტივად აღწევს მცენარეში და ქსილემის საშუალებით ტრანსლამინარულად ნაწილდება მცენარეულ უჯრედებში. ტრანსლამინარული გადაადგილების შედეგად, პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები წარმატებით მოქმედებს ფოთლის როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეს. ამასთან, მას გააჩნია სწრაფი მოქმედების უნარი, რაც მავნებლების მოკლე დროში განადგურებას იწვევს.

სივანტო უზრუნველყოფს მცენარის ვირუსებისგან დაცვასაც, რადგან ის სწრაფად ანადგურებს მათ გადამტან მავნებლებს, მაგალითად, ყვითელი ფოთლის ნაგალობის პომიდვრის ვირუსის გადამტან ფრთათეთრებს. აღნიშნული ვირუსი კი მცენარისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და საზიანოა.

როგორ გამოვიყენოთ სივანტო პრაიმი?

სივანტო გამოიყენება ბოსტნეულ და ხეხილოვან კულტურებში. ის, ასევე, წარმატებით ებრძვის ვაზის მავნებლებს. შესხურების შემთხვევაში, პრეპარატის აქტიური ნივთიერება ფოთლებისა და ღეროს მეშვეობით შთაინთქმება, ნიადაგის დამუშავებისას კი ფესვთა სისტემიდან. მცენარეზე ინსექტიციდის შესხურება ვეგეტაციის პერიოდში უნდა მოხდეს.

მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მნიშვნელოვანია სივანტოს მოხმარებისას სწორად განსაზღვროთ მცენარის საჭიროებები და აგროსამუშაოები შესაბამისად დაგეგმოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები