მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ska Juice Bar-ი თბილისში ახალ ობიექტებს ხსნის

5f8984c57ba52
ვიქტორია მღებრიშვილი
16.10.20 22:00
2427
Ska Juice Bar-მა პირველი ობიექტი 2019 წლის აგვისტოში გახსნა და დღეისთვის უკვე ორი ობიექტით არის წარმოდგენილი. თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი გიორგი ტალახაძე აღნიშნავს, კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და 2020 წლის ბოლომდე, პანდემიის მიუხედავად, Ska Juice Bar-ის კიდევ ორი ობიექტი გაიხსნება.

BM.GE-სთან საუბრისას Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი გიორგი ტალახაძე ამბობს, რომ კომპანიის ქსელის გაფართოებისთვის მათ სახელმწიფოს საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით ისარგებლეს და თიბისი ბანკიდან 200 000 ლარის სესხი აიღეს, რაც სრულად ახალი ფილიალების გახსნას მოხმარდება.

„Ska Juice Bar-ის მესამე ობიექტი გაიხსნება დღე-დღეზე ფალიაშვილის 13 ნომერში და თვის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 60-მდე გაიზრდება. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ობიექტი მარჯანიშვილზე გაიხსნება, რაც დასაქმებულთა რაოდენობას 90-მდე გაზრდის“, - განაცხადა გიორგი ტალახაძემ. 

მისივე ინფომრაციით, ფილიალების რაოდენობის ზრდა მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. 

„მოთხოვნა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ბაზარზე ჯანსაღი საკვების მიმართულებით არჩევანი დიდი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემიის გავლენით კრიზისია ჩვენი მომხმარებელი მაინც საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტია და ჩვენზე პანდემიის გავლენა დიდი არ არის“, - აღნიშნავს Ska Juice Bar-ის დამფუძნებელი. 

ახალი ობიექტების გახსნასთან ერთად კომპანია, ახალ ჯანსაღი პროდუქტების შექმნაზეც მუშაობს: „სკას მიზანია ჩვენს ბაზაზე ბევრი სხვადასხვა ჯანსაღი საკვები და სასმელი გაიტესტოს და შეიქმნას. ამიტომ პროდუქტის განვითარების კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და 2-3 კვირაში ერთხელ ახალ პროდუქტს ვუშვებთ, შესაბამისად ჩვენი ახალი პროდუქტები ახალ ობიექტებზეც იქნება წარმოდგენილი“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ტალახაძემ. 

ცნობისთვის, Ska Juice Bar-ის ობიექტები დღეისთვის ვაკეში - თაქთაქიშვილის ქუჩაზე და საბურთალოზე - ყაზბეგის ქუჩაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები