მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკანდინავია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა საქართველოთი - Georgian Travel Group

სკანდინავია

სკანდინავია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა საქართველოთი, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის კუთხით. ამის შესახებ კომპანია Georgian Travel group-ის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსმა, თამუნა კურტანიძემ განაცხადა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაში ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს.

„ეს ორი დღე საკმაოდ დატვირთული იყო შეხვედრებით. ამ გამოფენის პროფილი MICE ტურიზმი ანუ ბიზნეს ტურიზმია და ყველა შეხვედრა ძირითადად კორპორაციული ტურიზმის ირგვლივ იყო. წინა გამოფენებიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, ეს გამოფენაც შედეგიანი იქნება. წელს, ისეთი ტენდენციაა, რომ სკანდინავია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა საქართველოთი, განსაკუთრებით MICE ტურიზმის კუთხით. ვფიქრობ IBTM World 2024-ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია“,- თქვა თამუნა კურტანიძემ.

ცნობისთვის, IBTM World 2024-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2400-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკა აჩვენებს, სკანდინავიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები მზარდია. 2024 წლის 9 თვის მონაცემები ასეთია:

  • ნორვეგია - 3 999 ვიზიტი, ზრდა 15%;
  • შვედეთი - 5 700 ვიზიტი, ზრდა 35.5%;
  • დანია - 4 960 ვიზიტი, ზრდა 54%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები