მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სკანდინავიური JYSK GROUP საქართველოს რეგიონებში შესვლას გეგმავს

58b97abcadb65
BM.GE
03.03.17 18:15
2562
საყოფაცხოვრებო პროდუქციის მწარმოებელი სკანდინავიური JYSK GROUP საქართველოს რეგიონებში შესვლას აპირებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს მაღაზია ბათუმში გაიხსნება.

კომპანია წელსვე აპირებს თბილისში კიდევ ერთი მაღაზია გახსნას. მაღაზიების ზუსტი მდებარეობა ცნობილი არ არის.

როგორც "იუსკ გრუპში" აცხადებენ, პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ მოთხოვნა მათს პროდუქციაზე იმაზე მაღალია, ვიდრე ელოდებოდნენ.

კომპანიის გეგმაა, რომ საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიები სხვა რეგიონშიც გახსნას.

"იუსკი" საქართველოში გასული წლის ოქტომბერში შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები