მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკეიტპარკი - სივრცე ჯანსაღი ცხოვრებისთვის

BM.GE
01.06.22 17:18
363
დედაქალაქში არსებულ პარკებს, ამ სეზონზე ყველაზე მეტად ეტყობა გამოცოცხლება. ვიზიტორებით დატვირთული ღია სივრცეები განტვირთვის კარგ საშუალებას იძლევა და დედაენის ბაღი ამის საუკეთესო მაგალითია… მას შემდეგ, რაც რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტ კომპანიის გუნდმა, დედაენის ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა, თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი გახდა და ტრადიციულად, ყოველდღიურად უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს იზიდავს. პროექტის შემსრულებლები, ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, მისი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვას კომპლექსურ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროცესად აფასებენ. ფაქტი კი ისაა, რომ უკვე მეორე წელია სეზონს ბაღი რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკით, თანამედროვე დიზაინით, განსხვავებული გამწვანებით, მოსასვენებელი სკამებით, სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცით ნებისმიერი ასაკის ადამიანს ერთად უყრის თავს. დედაენის ბაღმა თავისი ფუნქციონალით, თანამედროვეობით შთაგონებული არქიტექტურით და მაღალი სტანდარტით აშენებული სკეიტპარკით ევროპული კულტურის და ახლებური ცხოვრების სტილის იერი შესძინა ქალაქს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები