მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხვა გზა არ არსებობს" - არჩევნებში გამარჯვების ფორმულა პრეზიდენტის აზრით

სალომე ზურაბიშვილი

არჩევნებში გამარჯვების ფორმულაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მან რამდენიმე საკითხი ჩამოაყალიბა, რაც მათ შორის ოპოზიციამ უნდა შეასრულოს და ამასთან შეთანხმდეს ყველა ვისაც გამარჯვება უნდა.

"პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა გამოიყენონ ახალგაზრდების გამოსვლები თავიანთ სასარგებლოდ - ეს არ არის სწორი. საზოგადოება საზოგადოებაა და ახალგაზრდები ახალგაზრდები არიან და თავიანთ როლს სრულიად ასრულებენ. პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა სხვა არის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა როგორ არის. ყველამ ვიცით, ამ ქვეყანაში დღეს, "ოცნებას" 60% და 80% კი არა, როგორ ითვლიან, 25% აქვთ თავიანთი გამოთქმების მერე და მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოსვლების მერე, არც ვიცი თუ აქვთ 25%.

პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხი რომელსაც არ უნდა "ოცნება" და არც "ნაცები", ამ ხალხმა დაინახოს რომ არსებობს სადღაც ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს - ანუ არც დაბრუნება წარსულში და არც მარაზმში დარჩენა.

ჩემი ფორმულა ასეთია: მე არ მჯერა გაერთიანებების, რადგან გავლილი ეს მაქვს. გახსოვთ, რომ ქუჩაში ვიდექი დიდხანს და ეს ყველაფერი დიდი გაერთიანების ფონზე იყო. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება, რადგან არ არის სხვა და სხვა საკითხებზე შეთანხმება, ერთის გარდა - ევროპის გზაზე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა შევასრულოთ, ანუ როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა, 10 წელიწადში კი არა, არამედ 3-6 თვეში; კორუფციაზე რა უნდა გაკეთდეს, რომ ჭაობიდან გამოვიდეთ; როგორი უნდა იყოს შედეგი არჩვები და პირობა უნდა დავდოთ რომ 1 წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება

ეს იქნება რეალურად რეფერენდუმი ევროპაზე. ამ შემთხვევაში, მე გემოვნების მიხედვით ვირჩევ ერთ ან მეორე პოლუსს, მაგრამ მე რეალურად საშუალება არ მაქვს და პარტიებს საშუალება არ ექნებათ საშუალება თავიანთი იდეოლოგია, ხედვა და პროგრამა ჩამოაყალიბონ. იქნება ერთ სამოქმედო გეგმა, რამდენიმე პარტია, რომელიც ერთმანეთში არ ინება აზელილი, მაგრამ ერთი ძალიან სერიოზული პირობა საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებების გზით შეგიყვანთ [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვას, მზად თუ არის ამისთვის ოპოზიცია, პრეზიდენტმა უპასუხა რომ „სხვა გზა არ არ არსებობს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები