მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამას ჩვენი ჯობს - ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ საარჩევნო პროგრამაზე და ხედვებზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა "ხმა ძლიერ" საქართველოს, ცუცქირიძე პასუხობს, რომ მიზეზი საუკეთესო საარჩევნო პროგრამაა.

"ყველაზე კარგი პროგრამა გვაქვს წარდგენილი. ბიძინა ივანიშვილის პარტიას პროგრამა საერთოდ არ გააჩნია, გარდა ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისა. ხოლო, სხვა ოპოზიციური პარტიების პროგრამებს ჩვენი ჯობია. ჩვენი ჯობია იმიტომ, რომ მასში ნათლადაა აღწერილი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და ასევე, არის საკმაოდ ამბიციური, მაგრამ ამასთან რეალისტური გეგმა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. შედგება 3 ძირითადი თავისგან, რომელიც თავის თავში ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს მოიცავს.

ევროკავშირის საკითხი, რომელიც რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური საკითხი. წევრობა და წევრობის გზაზე დაბრუნება გულისხმობს დემოკრატიის აღდგენას ქვეყანაში და ასევე ეკონომიკური პროგრესის მიღწევასაც. მანამ. სანამ 2030 წელს დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც საქართველო გაიღვიძებს ევროკავშირში. ასევეა ეკონომიკის ბლოკი, რომელიც მოიცავს, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალი მეგა პროექტების განხორციელებას და ბუნებრივია, ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რომ საქართველოს გაუჩნდება რესურსი, მის მოსახლეობას, პენსიონერებს შესთავაზოს დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი", - განაცხადა ცუცქირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები