Skillwill-სა და UN Women-ის თანამშრომლობის ფარგლებში, Skillwill-ის კურსდამთავრებულებმა UN Women-ის ბენეფიციარი ქალი მეწარმეებისთვის, მათი ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით, სრულიად უფასოდ, სტუდენტური პროექტის სახით, ციფრული პროდუქტები შექმნეს. ამ პროდუქტების პრეზენტაცია კი გამოსაშვებ ცერემონიაზე შედგა. Capstone პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა წარადგინეს ციფრული პროექტები, რომლებზეც ქალი მეწარმეების დასახმარებლად მუშაობდნენ.