მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skillwill Academy დეველოპერებისთვის 7-თვიან კურსს იწყებს

629a155be8cfd
ანუკა ჯოხაძე
03.06.22 21:40
3157
დღესდღეობით, Software Development-ი როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. სექტორი მაღალანაზღაურებადია, სფეროსადმი დაინტერესება დიდია, ხოლო კადრების მოთხოვნა ხშირად ვერ აკმაყოფილებს მიწოდებას.

Skillwill Academy კომპანია Sweeft -ის მიერ შექმნილი პროექტია, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა სურს. კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ სწავლის დასაწყებად საჭირო არ არის საბაზისო ცოდნა, აკადემიაში ყველაფერს სტუდენტებს ასწავლიან ნულიდან. მათი თქმით, პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან სწავლა ონლაინაა.

Sweeft ქართული, საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე 400-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და 2023 წლისთვის ამ რიცხვს 1200-მდე გაზრდის. სწორედ ამიტომ კომპანიაში გადაწყვიტეს, შექმნილიყო Skillwill Academy.

„ჩვენი მიზანია, ნებისმიერი მსურველი, ასაკის და პროფესიის მიუხედავად, იქნება ექიმი, მსახიობი თუ სხვა, 7 თვეში გახდეს დეველოპერი. აკადემიის კურსდამთავრებულებს მივცეთ მაღალანაზღაურებად სექტორში გარანტირებული დასაქმების შესაძლებლობა. მინიმალური გადასახადით, 7 თვეში აკადემიის სასწავლო პროგრამით და სტუდენტის მხრიდან მაღალი მოტივაციით, გარანტირებულად დასაქმდებიან ინტერნის/ჯუნიორის პოზიციაზე. გაუჩნდებათ კონკურენტული ანაზღაურება და წარმატების უალტერნატივო შესაძლებლობა", – განაცხადა Skillwill Academy-ის დამფუძნებელმა, ვაკო თურნავამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე, ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს. სტუდენტები კი ყველა საჭირო მასალას მიიღებენ, დაესწრებიან საინტერესო მასტერკლასებს და ჩაუტარდებათ რბილი უნარების ტრენინგები. ასევე, ყველა სტუდენტს ექნება ჩატარებული ლექციების ჩანაწერებზე წვდომა.

კომპანიის წარმომედგენლების განმარტებით, ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, დასაქმდებიან როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.

Skillwill Academy-ში რეზიუმეების მიღება უკვე დაწყებულია, პირველი ნაკადი სწავლას 1 ივლისს დაიწყებს.

აკადემიაში სწავლის დასაწყებად აუცილებელია რეზიუმე გადააგზავნოთ მისამართზე info@skillwillacademy.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები