მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skillwill-ი 2023 წელს 5000 ვებდეველოპერის და IT-სპეციალისტის გადამზადებას აპირებს

6399888ca3e70
BM.GE
09.12.22 12:23
973
აკადემია Skillwill-ი მომავალ წელს დამატებით 5000 ვებდეველოპერის და IT-სპეციალისტის გადამზადებას აპირებს. ამბიციური გეგმების შესახებ აკადემიის დამფუძნებელმა ვაკო თურნავამ ისაუბრა.

IT-აკადემია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft-ის გუნდმა შექმნა. პირველი კურსი მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა. დეკემბრის ბოლომდე მათი სტუდენტების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება. აკადემია ასაკის მიუხედავად, ყველა დამწყებს სთავაზობს, 7-თვიანი კურსების შედეგად, ვებდეველოპმენტი შეისწავლონ. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა განივითარონ ე.წ. რბილი უნარები და მზად იყვნენ დასაქმდნენ საჯარო თუ კერძო კომპანიაში.

„მიღების პროცესში არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. ჩვენთან მოსულ ადამიანებს აერთიანებთ ის, რომ არიან შრომისმოყვარეები, ამბიციურები და აქვთ სურვილი, რომ შეიძინონ ახალი პროფესიები და მოერგონ 21-ე საუკუნის ტენდენციებსა და საჭიროებებს. საამაყოა ის, რომ გოგონების რაოდენობა ჭარბობს. ჩვენ ამ კუთხით UN Women-თანაც ვთანამშრომლობთ და ქალთა დახმარებისა და დასაქმების კუთხით მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა სტარტაპის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, სტარტაპის გათვლების მიხედვით, აკადემიაში გადამზადებული ადამიანების 80% თავიდან საქართველოში იქნება დასაქმებული, შემდეგ კი უკვე უცხოურ კლიენტებთანაც შეძლებენ მუშაობას. „ჩვენი რამდენიმე სტუდენტი უკვე დასაქმდა, რომელთაც უკვე შეუძლიათ ვებგვერდების შექმნა და მცირე პროექტების განხორციელება“, - ამბობს ვაკო თურნავა და დასძენს, რომ აკადემიის გუნდის მომდევნო წლის სამიზნე დამატებით 5000 დეველოპერის გადამზადებაა, - „ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადია და დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ“, - აღნიშნა დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები