რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, Skillwill-ის ინიციატივით, რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა. დღეს, 13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდება ფონდის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები გაწევრიანდებიან. კომპანიები ხელმოწერით დაადასტურებენ ფონდში გაწევრიანებას და თავიანთ წვლილს ამ საქმეში. რას გულისხმობს ფონდის საქმიანობა და როგორია ფონდში გაწევრიანებული მსხვილი კომპანიების მაჩვენებელი?
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ლანა ჩხარტიშვილი - „Skillwill საქართველოს“ დირექტორი.