ყველაზე მასშტაბურმა ნეო უნივერსიტეტმა საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან განათლების სფეროში აქტიურად არის ჩართული და პროფესიონალებს სწავლის ინოვაციური მეთოდებით ზრდის, სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა. კონკურსი დიზაინერებისთვის SKILLWILL-ის ციფრული ავატარის შესაქმნელად რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. დიზაინერებს პერსონაჟი 15-დან 35 წლამდე სამიზნე აუდიტორიისთვის უნდა შეექმნათ. ავატარის შთაგონება უნდა ყოფილიყო ფუტურისტული ელემენტები, უახლესი ტექნოლოგიები და ასევე საგანმანათლებლო ინტერესები და ღირებულებები, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში.ასევე მოქნილია და ინდივიდების ინტერესებზეა მორგებული. ასეც გამოვიდა. ის, რომ ინოვაციური მეთოდებით პროფესიონალების გაზრდა, სტერეოტიპების დარღვევა და ცოდნის ხელმისაწვდომობა SKILLWILL-ის მთავარი მიზანია, ეს ფაქტი დადასტურებულად, რიცხვებში უკვე ჩანს.
სტუმრები: ლანა ჩხარტიშვილი - SKILLWIIL -საქართველოს დირექტორი;
ოლიკო ნადირაძე - გრაფიკოს-დიზაინერი;