ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით I2Q პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ამაღლებას და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.
პროექტი საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებას ეფუძნება, რომელიც საქართველოს მთავრობამ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2019 წლის 18 ივნისს გააფორმა.
პროექტი თავის მხრივ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 ჩარჩო დოკუმენტთან და მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
პროექტი მოიცავს 5 ძირითად კომპონენტს, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2020-2025 წლებში, ხოლო დაფინანსება შეადგენს 90 მილიონ ევროს.
სტუმრები: ჯეიმს მარშალი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პროფესორი; თამარ ჭყონია - I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი