მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვნად გასაძლიერებელია"

5b486e4e39709
BM.GE
13.07.18 13:16
473
"ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა. ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ ძლიერი ეკონომიკა, ეს წარმოუდგენელია ძლიერი ადამიანური კაპიტალის გარეშე." - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს პარლამენტში.

მინისტრობის კანდიდატის ცნობით, მას აქვს ხედვები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ახალი სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს.

"ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სტრატეგიისა იქნება სკოლამდელი განათლება, რომელიც მნიშვნელოვნად გასაძლიერებელია. გვჭირდება ხარისხობრივი მაჩვენებლების შემოტანა. შევეცდებით ყველა კომპონენტი პასუხობდეს დროის მოთხოვნებს, მუშაობდეს ბავშვების განვითარებაზე და ეს უკეთ მოამზადებს ბავშვებს სკოლის პერიოდისთვის." - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები