მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სკოლები, სადაც საერთაშორისო სტანდარტის საპირფარეშოები მოეწყობა

5adc397dcfc37
მეგი კავთუაშვილი
22.04.18 11:26
905
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, თელავის 11 სკოლაში საერთაშორისო სტანდარტების საპირფარეშოებს მოაწყობს. ტენდერი 2 ლოტად არის გამოცხადებული, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

სამუშაობი შემდეგ სკოლებში ჩატარდება: სსიპ ქალაქ თბილისის №175 სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის №173 სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის №207 სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა, სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა, სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა და სსიპ ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები