მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სკოლებში აკრძალული ნივთების ამოღების მაჩვენებელი განახევრებულია" - რა ზომები გაატარა სახელმწიფომ?

5cc6113a1cf15
თათია ჩაფიჩაძე
29.04.19 11:10
1633
„სკოლებში აკრძალული ნივთების ამოღების მაჩვენებელი განახევრებულია“ - როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო შატბერაშვილმა განაცხადა, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში იზრდება მანდატურების და ასევე ფსიქოლოგიური ცენტრების რაოდენობა.

„ახალი წესის ძირითადი სიახლე უსაფრთხოების ნაწილში არის ის, რომ უკონტაქტო დათვალიერება იქნა შემოტანილი, 2019 წლის იანვრამდე ასეთი 1176 შემოწმება განხორციელდა, 1400-ზე მეტი კი იანვრიდან დღემდე და სწორედ ამ პრევენციულმა ზომამაც გამოიწვია რაოდნეობის განახევრება.

ასევე სკოლის შიდა პერიმეტრზეც და გარე პერიმეტრზეც ხორცელდება მუდმივი ვიდეო დათვალიერება, ხოლო სადაც მანდატური არ გვყავს მცირეკონტიგენტიან სკოლებში, იქ უფლებამოსილი პირია რომელიც იგივეს აკეთებს.

სიახლეა ასევე მრჩეველთა საბჭო, რომელიც მანდატურის, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელისგან არის დაკომპლექტებული და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მსჯელოდებენ, ხდება იდენთიფიკაცია და პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა.

მანდატურის სამსახურის ბაზაზე ასევე წარმოდგენილია ფსიქოლოგიური ცენტრები, თითქმის ყველა რეგიონშია ასეთი და თუკი აქამდე მოსწავლეები მიდიოდნენ ცენტრებში, ახლა ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები სკოლებში განახორციელებენ ინტერვენციებს.“ - განაცხადა შატბერაშვილმა.

ამჟამად 1300 მანდატური საქართველოს მასშტაბით 854 სკოლაშია გადანაწილებულები. 2019-2020 წლების ბოლომდე დამატებით კიდევ 230 მანდატურის გადამზადება იგეგმება, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეთა რაოდნეობის მოცვა 70%-დან 85%-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები