1 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, 50-მდე სკოლაში საპილოტე პროექტის ფარგლებში ცოცხალი გაკვეთილები მიმდინარეობს, რომლის გაშვება ეტაპობრივად ყველა სკოლაში იგეგმება.
როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, მომდევნო წლების განმავლობაში სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას მიექცევა.
"სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ელექტრონულად, გამოცდილ პედაგოგებს ესაუბრონ და ეს იყოს ორმხრივი პროცესი. ინოვაციების და ტექნოლოგიების მაქსიმალური განვთარებისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სკოლებში უნდა გავაძლიეროთ ინტერნეტთან წვდომა, მათი ტექნიკული აღჭურვა. რეფორმის ფარგლებში, რომელ სკოლაშიც შევალთ, ყველა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მაღალი ხარისხის ინტერნეტით, ასევე ტექნიკური საშუალებებით. მომავალი სკოლა და განათლება გვესმის ისე, რომ ის დაფუძნებულია პედაგოგთან ერთად ამ ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ რესურსთან "მაიკროსოფტთან", რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ბატიაშვილმა.