მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებში, სადაც პერსონალის 80% აიცრება, სწავლა შესაძლოა, დასწრებით განახლდეს - გამყრელიძე

611fdd366190c
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 14:33
955
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინიციატივით, სკოლებს „უსაფრთხო სკოლების“ სტატუსი იმ შემთხვევაში მიენიჭებათ, თუ სკოლაში დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთ სკოლაში NCDC-ის დასწრებული სწავლების რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ვებინარზე ისაუბრა.

„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი, თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და მათი მონაცემებით ეს მაჩვენებელი 40%-მდეა. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია თუ მდგომარეობა 2 კვირის განმავლობაში შეიცვალა და 40%-ია.
უსაფრთხო სკოლებს სკოლებს იმ შემთხვევაში ვუწოდებთ, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, აცრილი იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დასწრებული სწავლება დაიწყოს. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნება, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე ვერ გასცემს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები