მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებში სახელმძღვანელოების დარიგება იწყება

5add851a175e8
მეგი კავთუაშვილი
23.04.18 11:02
595
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების დარიგებას იწყებს. მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 308 900 წიგნი და 514 700 რვეული დარიგდება. სასწავლო წიგნების ტრანსპორტირება სახელმწიფოს 141 ათასი ლარი დაუჯდება.

რაც შეეხება, პირველი-მეექვსე კლასების სახელმძღვანელოებს, გრიფის მინიჭების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შესაბამისად, ამ დრომდე არ არის გარკვეული რომელი წიგნებით ისწავლიან სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები