მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სკოლებში სპორტული ღონისძიებების დაფინანსება გაორმაგდა

5afc1eb409fec
თათია ჩაფიჩაძე
16.05.18 16:04
562
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სპორტული აქტივობები სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება და ამ მიმართულებით პროექტები გაძლიერდება. განათლების მინისტრის განმარტებით, მოხდება მოზარდთა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება, რადგან ბავშვების მთელი ენერგია სწავლაში, შემოქმედებით აქტივობებში და სპორტში დაიხარჯოს.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია განათლებისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ფართომასშტაბიანი კამპანია სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა მოსწავლეს აქვს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გაორმაგდა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნულ დონეზე ჩაატარებს და მთელ საქართველოს მოიცავს. მასობრივ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება 1700-ზე მეტი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის 100 000-ზე მეტი მოსწავლე. სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით შედგება 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი. ადგილობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო სასკოლო სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სკოლებს შორის, მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი შეჯიბრებების ორგანიზება განხორციელდება 9 სახეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში, კერძოდ: მხიარული სტარტები, სპორტულ-შემეცნებითი თამაშები, მინი ფეხბურთი (ფუტზალი), კალათბურთი (3x3), ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა (გეზრბენი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები