ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონის 14 სკოლის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები სიგელებითა და წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.
აღნიშნულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უკვე მე-6 წელია ატარებს.
“ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ მათ სწავლა-განათლებას და მათი მიღწევები წავახალისოთ. აღნიშნული ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა რაიონში და მას ბავშვები სიხარულით ელოდებიან“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონის წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.
NS