განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით მხოლოდ მანდატურის სამსახური სკოლებში არსებული ბულინგის პრობლემას ვერ მოაგვარებს.
„ფსიქოლოგიური სამსახურის არსებობა მნიშვნელოვანია. მხოლოდ მანდატურის სამსახური ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. აქ საჭიროა ინფორმირებულეობა და მრავალი სხვა ღონისძიება. ჩვენი მიზანია ყველა სკოლას ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგები. დიდ სკოლაში უკვე გვყავს, ამის გარდა არსებობს მობილური ჯგუფები“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მისივე თქმით, პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა. სექტემბრიდან მშბლებთან კონტრაქტები დაიდება, სადაც მშობელთა უფლება-მოვალეობები გაიწერება.

























