სკვერებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად მოქალაქეებმა 224 ავტოფარეხი დათმეს.
სწორედ ამდენი მფლობელი გამოეხმაურა და დაეთანხმა თბილისის მერიის წინადადებას, აეღოთ ძველი ავტოსადგომები და მათ ნაცვლად სკვერები და სპორტული მოედანები მოეწყოთ.
,,ავტოფარეხები დიდი პრობლემაა ბევრ უბანში და ჩვენს ინიციატივას, სხვათაშორის, მოქალაქეები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მოქალაქეები თავად წყვეტდნენ სკვერი მოგვეწყო თუ სპორტული მოადანი. ამ ეტაპისთვის აღებულია 224 ფარეხი და მიმდინარეობს ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოები. ზოგან გამწვანების, ზოგან კი, სპორტული მოედნის მშენებლობის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მუშაობის 1-წლიანი შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე.