მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sky Express-ი თბილისიდან ჰერაკლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Sky Express

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ახალ საჰაერო ხაზს ამატებს. ფრენები ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის მიმართულებით შესრულდება. ჩარტერული ფრენებს ავიაკომპანია Gasa-სთან პარტნიორობით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პირდაპირი რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:

ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა და ამ დრომდე რეგულარულ რეისებს მხოლოდ ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ახორციელებდა. შესაბამისად, კრეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ჰერაკლიონთან დაკავშირება ავიაკომპანიისთვის ახალი მიმართულებაა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს პირდაპირი საჰაერო გზით ორ ქვეყანას შორის 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 29%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს (220 776 მგზავრი).

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს სამი ავიაკომპანია შეასრულებს:

  • Aegean Airlines;
  • Sky Express;
  • Wizz Air.

ჯამში, აღნიშნული ავიაკომპანიები კვირაში 19 სიხშირით იფრენენ, რაც მგზავრებს საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებთან დაკავშირების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები