Skytrax-ი საუკეთესო ავიაკომპანიებს ყოველწლიურად ავლენს.
რეიტინგი გუშინ საფრანგეთში, პარიზის ავიაშოუზე გახდა ცნობილი.
"ყატარის ავიახაზები" ფრენებს 140-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს;
"ბრწყინვალე სერვისითა და საუკეთესო პირობებით კომპანია სიის სათავეში დამსახურებულად მოხვდა", - ნათქვამია კვლევაში.
მეორე პოზიციაზე Singapore Airlines-ი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი იაპონურმა ANA All Nippon Airways-მა დაიკავა.
ათეულში ასევე შევიდნენ: Cathay Pacific Airway, Emirates-ი , EVA Air-ი და ევროპული ავიაკომპანია Lufthansa.