მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთის პრეზიდენტმა გაზის საკითხის გამო უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

პიტერ პელეგრინი

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო dw.com ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც პელეგრინი პრეზიდენტად აირჩიეს, ის უკრაინაში, სხვა მეზობელ ქვეყნებში სტუმრობის მსგავსად ვიზიტს გეგმავდა. თუმცა, უკრაინის გადაწყვეტილება, რომ რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩეროს, გახდა მიზეზი იმისა, რომ ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გააუქმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, რუსული გაზი უკრაინის გავლით სხვა ქვეყნებს მიეწოდებოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, უკრაინამ უარი თქვა რუსეთთან ამგვარ ურთიერთობაზე და ქვეყნებს რუსული გაზის მიწოდება შეუზღუდა, რომელიც საკანონმდებლო დონეზეც იქნება მიღებული.

„იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის მთავრობამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს გაზის მოწოდება შეწყვიტონ და უკრაინის პარლამენტი კანონს იღებს, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას სლოვაკეთში აკრძალავს, თუმცა ჩვენ მოქმედი კონტრაქტები გვაქვს, საუბარი უკრაინაში მოგზაურობაზე არა რეალურია.

თუ მე იქ მხოლოდ ფოტოს გადასაღებად უნდა წავიდე და ამის პარალელურად, მეუბნებიან, რომ სლოვაკეთში არცერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ შემოვა, მაშინ მე იქ ნამდვილად არ უნდა წავიდე. ეს არავის უნდა ეწყინოს“, - თქვა პელეგრინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები