საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ე.წ. ხმაურის რადარები გამოჩნდა. სატესტო რეჟიმში ჭკვიანი კამერები პარიზის ორლის აეროპორტთან ახლოს უკვე მუშაობს.
ფრანგული მედიის ინფრომაციით, Villeneuve-le-Roi-ს გზებზე დაყენებული სისტემა ავტომობილების, მოტოციკლეტებისა და სხვა სახის საგზაო ტრანსპორტის ხმაურს განსაზღვრავს.

"ხმაურის რადარები" თავდაპირველად სატესტო რეჟიმით იმუშავებს, სპეციალისტებს სურთ, შეამოწმონ რამდენად საიმედოდ მუშაობს მოწყობილობები პრაქტიკაში. შეგროვილი მონაცემებით, მოგვიანებით მთავრობას ავტომობილების ხმაურზე კონკრეტული ლიმიტების დაწესება შეეძლება.
სამომავლოდ, ოთხი მიკროფონისგან შემდგარი რადარები პოლიციის განყოფილებებზე მიერთდება. იმ შემთხვევაში თუ საგზაო მოძრაობისას ტრანსპორტი დაწესებულ ლიმიტზე გადამეტებულ ხმას გამოსცემს, მძღოლს დააჯარიებენ.

იდეის ავტორები განმარტავენ, რომ ინიციატივა განსაკუთრებით მოსახლეობისთვის იქნება დადებითი, რადგან გზებთან ახლოს მცხოვრებნი ავტომობილების ხმაურებით აღარ შეწუხდებიან.

























