მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Smart Farming ზრდის სამუშაოს ხარისხს და ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას“ – ვლადისლავ სრიბნი, CLAAS-ის წარმომადგენელი

Claas
24.07.24 14:43
293

თანამედროვე ტექნიკა და ჭკვიანი მოწყობილობები განსაკუთრებულ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარეშე ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და გლობალური გამოწვევების დაძლევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ტექნოლოგიებისა და Smart Farming-ის ანუ „ჭკვიანი აგრომეურნეობის“ მნიშვნელობას ხაზს უსვამს CLAAS-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერი, ვლადისლავ სრიბნიც.

„ინოვაციური აგროტექნიკა და Smart Farming ზრდის სამუშაოს ხარისხს და ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას, რადგან ეს მიდგომა ფერმერს სხვადასხვა ოპერაციის სწორად შესრულებაში ეხმარება. საბოლოოდ კი, სასიკეთო შედეგებს ვიღებთ ხანგრძლივ პერსპექტივაში. ტექნოლოგიების კიდევ ერთი უპირატესობა პროცესების აჩქარება და ავტომატიზაციაა, რაც ფერმერს უზოგავს დროს, ენერგიასა და, შესაბამისად, ფინანსებს.

ვფიქრობ, მწარმოებლები „ჭკვიანი აგრომეურნეობის“ განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, თანამედროვე ფერმერი კი უნდა ადაპტირდეს ამ ახალ პრინციპებზე, თუკი სურს, მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი“.

CLAAS გერმანული კომპანიაა, რომელიც 110 წელია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი რევოლუციური ტექნოლოგია შექმნა. მისი უახლესი პროდუქტები – ჭკვიანი მოწყობილობებით აღჭურვილი მარცვლეულის კომბაინი Evion და ტრაქტორი Xerion 12, რომლებიც CLAAS-მა რამდენიმე თვის წინ წარუდგინა მომხმარებლებს, უკვე აღიარეს ინოვაციად და ახალ ეტაპად სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროში.

„CLAAS-ის მთავარი ღირებულება სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვაა. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის, რაც უკვე შევქმენით და გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი იმისათვის, რომ წარმატებულ ბრენდად დავრჩეთ. რაც შეეხება EVION-სა და XERION 12-ს, ისინი წინამორბედების გამოცდილებას ეფუძნება და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ჩვენი ტექნიკის მახასიათებლები. აღნიშნული მოდელები მეტი სიმძლავრითა და გამძლეობით გამოირჩევა, აქვს გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა, მეტად დახვეწილი ფუნქციები და რეჟიმები. ამასთან ერთად, EVION და XERION 12 გაცილებით ეკონომიურია, მარტივია მოსავლელად და სამართავად“, – ამბობს ვლადისლავ სრიბნი.

11 წელზე მეტია, CLAAS-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფეროა“. შესაბამისად, ბრენდის ტექნიკას კარგად იცნობენ ქართველი ფერმერებიც და მეტიც, აქტიურად იყენებენ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. საქართველოში ხელმისაწვდომი CLAAS-ის პროდუქტებისა და მათი დეტალური აღწერილობის ნახვას „აგროსფეროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები