მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის

„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
15.10.26 12:35
• 189

„სმარტი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს და თბილისში, ქავთარაძის ქუჩის N15-ში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ მარკეტს ხსნის. მიმდინარე წლის ბოლომდე „სმარტის“ ახალი ობიექტები წყალტუბოში, ხობში, მესტიასა და ფოთშიც გაიხსნება, 2027 წლის განმავლობაში კი „სმარტის“ ქსელი უკვე 70 მარკეტით იქნება წარმოდგენილი საქართველოს ყველა კუთხეში.

ქსელის გაფართოებასთან ერთად, „სმარტი“ მომხმარებლებს პროდუქციის განახლებულ ასორტიმენტსაც სთავაზობს. ცნობილი შეფის, ავთანდილ ცეცხლაძის მიერ შექმნილი „სმარტული“ სენდვიჩების ხაზს ორი ახალი გემო დაემატა. კახური, სვანური და გურული გემოები უკვე რაჭულმა და აჭარულმა შეავსო, რაც მომხმარებლებს ქართული რეგიონული კულინარიით შთაგონებულ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ქავთარაძის „სმარტში“ 13-27 ოქტომბერს 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ავთო ცეცხლაძის რეცეპტით დამზადებულ, ცნობილ „სმარტულჰოთ-დოგზე“. აქციით სარგებლობა შესაძლებელია „ვისოლის“ აპლიკაციის გამოყენებით.

„სმარტი“ ქვეყნის მასშტაბით #1 გზის მასპინძელია. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ „სმარტი“ მომხმარებლისთვის დარჩეს სივრცედ, სადაც შეუძლია, შეისვენოს, ხარისხიანი, იტალიური ყავა მიირთვას, მისთვის საყვარელი სნექი შეარჩიოს და სასიამოვნო გამოცდილების შემდეგ გზა განაგრძოს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ასორტიმენტის განახლებაზე და ვთავაზობთ მომხმარებელს ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომლებსაც სხვაგან, საქართველოში ვერ შეხვდება. ამ მიდგომის ნაწილია ავთანდილ ცეცხლაძესთან თანამშრომლობით შექმნილი ახალი სენდვიჩების ხაზიც, რომელიც ქართულ რეგიონულ კულინარიულ ტრადიციებს თანამედროვე ფორმით აცოცხლებს. აღმოჩენების გზაზე „სმარტში“ გაჩერება „კეთილი მგზავრობის“ ბუნებრივი ნაწილია და ჩვენთან მომხმარებელს ყოველ ჯერზე ახალი, სასიამოვნო გამოცდილება ელის“, — აცხადებს „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე ქეთი ნიკოლეიშვილი.

„ვისოლმა“ „სმარტის“ მარკეტების ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. დღეს ქსელი უკვე 55 მარკეტს აერთიანებს, რომლებიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ავტომაგისტრალებზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებშია განთავსებული.

„სმარტი“ „ვისოლის“ ერთიან ლოიალობის სისტემაშიც არის ჩართული. მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას და გამოიყენონ ისინი როგორც „სმარტის“ მარკეტებში, ისე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. ერთიანი ციფრული ეკოსისტემა მომხმარებლებს დამატებით სარგებელსა და სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები