მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SME ულტიმა PSP დაზღვევისგან ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ულტიმა-1
18.12.23 10:00
529

PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ,, SME ქეარი”, რომელიც მოიცავს 4 ტიპის შეთავაზებას: OPTIMA, ALTIMA, ULTIMA, MAXIMA

გვინდა გაგაცნოთ პაკეტი SME ულტიმა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 75 ლარს. აღნიშნული პაკეტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.

SME ულტიმა გთავაზობთ:

  • მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე
  • მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს
  • მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
  • ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას.

პროდუქტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული, ყველა სერვისი იფარება: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგია, ორსულობა-მშობიარობა და ..

სადაზღვევო მომსახურების მიღება კი, შესაძლებელია თავისუფალი სქემით ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის ყველა პროცესს ამარტივებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ipsp.ge/sme_care.php

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები